logo_geo
eng_logo
მსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის გადაცემის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს
- +

16 ივნისი. 2016. 11:16



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული პირისთვის აკრძალული საგნის, კერძოდ, მობილური ტელეფონის გადაცემის მცდელობისთვის მოქალაქე დააკავა.


 

დაკავებულია მოქალაქე ა.კ., რომელიც მობილური ტელეფონის გადაცემას, ამანათის სახით, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული, მისი ახლობელი მსჯავრდებულისთვის  - ე.ლ-სთვის ცდილობდა. საამანათო განყოფილებაში შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გამორთულ მდგომარეობაში მობილური ტელეფონი  ე.ლ-სთვის განკუთვნილ ტანსაცმელში იყო გახვეული.


 

საქმეზე გამოძიება სსკ-ს 19-3781 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო აწარმოებს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner