logo_geo
eng_logo
იანოშ ჰერმანი: ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი
- +

16 ივნისი. 2016. 11:21



საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობა გააგრძელებს საქართველოში იმ რეფორმების გატარებას, რომელიც მიმართულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ.


„ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ბატონი მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, მაგრამ მეორე მხრივ, სასამართლომ თქვა, რომ წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იყო მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით. უნდა აღინიშნოს ასევე, საქართველოს მთავრობის პირველი რეაქცია. მთავრობა აცხადებს, რომ მზად არის, გააგრძელოს იმ საკითხების გამოძიება, რომელიც ნახსენებია სასამართლოს ვერდიქტში, როგორც ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამო.

 

რაც შეგვეხება ჩვენ, მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა გააგრძელებს საქართველოში რეფორმების გატარების მხარდაჭერას, იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იმის უზრუნველყოფისკენ, რომ სასამართლო სისტემა და ზოგადად, სასამართლო სფეროში მუშაობა დამოუკიდებელი და თავისუფალია პოლიტიკური ჩარევისგან", - განაცხადა ჰერმანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner