logo_geo
eng_logo
საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა ბოლნისში 150 ოჯახს სურსათი გადასცა
- +

14 აპრილი. 2020. 19:15

 

 

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 150 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა დახმარება საკვები პროდუქტების სახით. საკვები პროდუქტების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფად გადაეცა ბოლნისის მერიას.

 

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ COVİD-19-ს პანდემიად გამოცხადების შემდეგ, მსოფლიოს რიგ ქვეყნებში კორონავირუსის ეპიდემიის სწრაფად გავრცელების გათვალისწინებით, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინებით, საქართველოში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

 

23 მარტიდან მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ამოქმედებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოწყვლადი კატეგორიის გაჭირვებულ ოჯახებზე უფრო უარყოფითად მოქმედებს, დამძიმდა მათი ყოფა-ცხოვრება. აქედან გამომდინარე, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრიც ჩაერთო სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კამპანიაში.

 

 

150 ოჯახისთვის დახმარების მიზნით, ბოლნისის მერიას გადაეცა 150 შეკვრა სხვადასხვა სახის მოხმარების პროდუქტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner