logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ვიზების გარეშე ევროპაში მოგზაურობას
- +

16 ივნისი. 2016. 11:21



ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომ განცხადებები, რომელიც გაკეთდა საქართველოს პრემიერისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრის დროს, მეტყველებს, რომ გერმანია არის ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა.



ვიცე-პრემიერის თქმით, გერმანიის მხრიდან მოხდა იმის ხაზგასმა, რომ საქართველოში რეფორმები წარმატებით ხორციელდება.



მნიშვნელოვანი იყო პრემიერის ვიზიტი და გუშინდელი შეხვედრა ანგელა მერკელთან. განცხადებები, რომელიც იქნა გაკეთებული, მეტყველებს, რომ გერმანია არის ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. მათ ხაზი გაუსვეს ჩვენს ქვეყანაში გამხორციელებულ რეფორმებს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმ რეფორმებით, რაც იყო მოწოდებული ვიზა-ლიბერალიზაციისთვის. ფაქტობრივად, ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ვიზების გარეშე მოგზაურობას ევროპულ ქვეყნებში", - განაცხადა კახა კალაძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner