logo_geo
eng_logo
ფოთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

14 აპრილი. 2020. 20:40

 

 

ფოთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ექიმია, რომელიც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა.

 

,,ეს არის პირველი შემთხვევა ფოთში. დაუდასტურდა ექიმს, არის ქობულეთის კლასტერიდან. პირველ რიგში ვიკვლევთ ოჯახის წევრებს, შემდეგ გავაგრძელებთ კვლევებს. ის გუშინდელიდან იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, მოგვმართა საზოგადოებრივ ჯანდაცვას, რის შემდეგაც ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ აგვეღო ბიოლოგიური მასალა და გაგვეგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ ექიმის ოჯახის წევრები არიან თვითიზოლაციაში. მათი ბიოლოგიური მასალაც გაგზავნილია ლუგარში და პასუხები ხვალ იქნება ცნობილი“, - განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner