გამოცემა „Neue Zürcher Zeitung"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა ჯერ კიდევ 1992 წელს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შესული განცხადების უკან გატანას.
გამოცემის ცნობით, შვეიცარიელი დეპუტატების დიდი ნაწილი განაცხადის გატანას მიემხრო. ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ ხმა 27 დეპუტატმა მისცა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სიმბოლური ხასიათისა, რადგან აღნიშნულმა განცხადებამ შვეიცარიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ ძალა დაკარგა.
ჩატარებულ რეფერენდუმზე შვეიცარიის მოსახლეობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა.