logo_geo
eng_logo
საფრანგეთის ქალაქ ლილში 36 გულშემატკივარი დააკავეს
- +

16 ივნისი. 2016. 11:33



საფრანგეთის ქალაქ ლილში ფეხბურთის 36 გულშემატკივარი დააკავეს. გუშინ ღამის განმავლობაში ფრანგ სამართალდამცველებსა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობდა. არეულობის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 16 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.


BBC-ის ცნობით, არეულობაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მათი უმრავლესობა ინგლისელი იყო.


როგორც BBC წერს, ისინი რუსეთის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ რუსეთი სძულთ.


ფრანგმა სამართალდამცველებმა გულშემატკივრების დასარბევად ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner