საფრანგეთის ქალაქ ლილში ფეხბურთის 36 გულშემატკივარი დააკავეს. გუშინ ღამის განმავლობაში ფრანგ სამართალდამცველებსა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობდა. არეულობის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 16 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
BBC-ის ცნობით, არეულობაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მათი უმრავლესობა ინგლისელი იყო.
როგორც BBC წერს, ისინი რუსეთის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ რუსეთი სძულთ.
ფრანგმა სამართალდამცველებმა გულშემატკივრების დასარბევად ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს.