logo_geo
eng_logo
როგორ შევარჩიოთ და შევღებოთ სააღდგომოდ კვერცხი – მადონა კოიძის პრაქტიკული რჩევები
- +

14 აპრილი. 2020. 23:15

 

 

რამდენიმე დღეში მართლმადიდებლური სამყარო უდიდეს დღესასწაულს აღდგომას იზეიმებს. ეს დღესასწაული წითელი კვერცხის, პასკების და ჯეჯილის გარეშე წარმოუდგენელია.

 

 

„პრაიმტაიმი“ მადონა კოიძეს ესაუბრა, რომელიც მკითხველს ურჩევს როგორ შევარჩიოთ ახალი კვერცხი.

 

 

– ქალბატონო მადონა, აღდგომის დღესასწაული მოდის, როგორ შევარჩიოთ ახალი და უსაფრთხო კვერცხი ჩვენი სუფრისთვის?

 

 

– კვერცხის შერჩევისას უნდა დავუკვირდეთ მისი შენახვის პირობებს და ვადებს. ქარხნული კვერცხის მაგალითზე ეს მარტივია, რადგან ყველას აწერია რა ტემპერატურაზე ინახება და როდინდელია.

 

 

საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში უამრავი მეფრინველეობის ქარხანაა, რომლებიც ყველა სტანდარტს იცავს და დახლზე ძველ კვერცხს ვერც შეხვდებით. ვიცი, მოთხოვნა იმდენად დიდია, მიწოდებასაც ვერ ასწრებენ.

 

 

– რა პირობებში უნდა ინახებოდეს კვერცხი?

 

 

– თუ ინახება 10 გრადუს ტემპერატურაზე, კვერცხი ძლებს 30 დღე, ხოლო უფრო მაღალ ტემპერატურაზე 20 დღე. ამის გაკონტროლება გლეხის მიერ გამოტანილ კვერცხზე რთულია.

 

 

სააღდგომოდ სოფლის კვერცხი ძვირი ღირს, ამიტომ მარტივია გლეხმა დააგროვოს და გამოიტანოს გასაყიდად დღესასწაულის წინა დღეებში.

 

 

ჩემში ეჭვს იწვევს ასეთი კვერცხი, რადგან არ ვიცი რამდენი ქათამი ჰყავს იმ გლეხს და როგორ პირობებში ინახავს კვერცხს.

 

 

კვერცხის შესამოწმებელი ხელსაწყოთი ბაზარში სიარული რთულია. შესაბამისად მირჩევნია ვიყიდო მსხვილი მწარმოებელის კვერცხი, ვიდრე გლეხის მიერ გამოტანილი.

 

 

– როგორ უნდა გავარჩიოთ ხელსაწყოს გარეშე ახალია თუ ძველი კვერცხი?

 

 

– კვერცხის ხმას მოუსმინონ და იგრძნობენ გაფუჭებულია თუ არა. თუ კვერცხის გული ეხეთქება კედლებს ე.ი. ცილა გაწყალებულია და კვერცხი დაძველებული.

 

 

– თქვენ რამდენ კვერცხს ღებავთ სააღდგომოდ და რა წესები უნდა დავიცვათ ამ დროს?

 

 

– ჩემს ოჯახში ბევრი კვერცხი იღებება. პატარა შვილიშვილები მყავს და ქათმის კვერცხთან ერთად, მწყერის კვერცხსაც ვღებავთ. პასკას ირგვლივ შემოვუწყობ და უყვართ დამტვრევა.

 

 

როცა სასაფლაოებზე გავდიოდით, მინიმუმ 60 კვერცხს ვღებავდით და წელსაც არ დაირღვევა ეს ტრადიცია, ამდენივეს შევღებავ.

 

 

გადავწყვიტე ერთი „ლატოკი“ თეთრი კვერცხი შევღებო, დანარჩენი ფერადი. რაც შეეხება შეღებვას, მე ვღებავ ენდროთი, ხახვის ფურცლებით და საკვები საღებავით.

 

 

ბებიისგან მომყვება რეცეპტი.

 

 

ბრწყინვალე შვიდეულში სულ გვაქვს ოჯახში შეღებილი კვერცხები, მეორე კვირას მცირე რაოდენობას ვღებავთ.

 

 

ვერავინ ვერ ამოხსნა საიდუმლო, რატომ ძლებს წითელი კვერცხი დიდხანს და არ ფუჭდება. ჯერჯერობით მისგან ზიანის მოტანის არცერთი ფაქტი არ ყოფილა და ეს სასწაულია.

 

 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოსახლეობას დამდეგი დღესასწაული მივულოცო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner