“ორი კრიზისი გამოვიარეთ 21-ე საუკუნეში, როდესაც ხალხის და ხელისუფლების ერთობა იყო საჭირო. ეს იყო 2008 წლის ომი და მეორე კრიზისი არის ახლა” - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა.
ლაშა ნაცვლიშვილმა საზოგადოებას 2008 წლის ომში განვითარებული მოვლენები გაახსენა.
„იმ ომის დროს იყო ხელისუფლება, რომელიც იმ კრიზისის გამოწვევაში, მოდით არ დავიწყოთ ახლა ამის აწონვა, მაგრამ პუტინის მარჯვენა ხელი იყო სააკაშვილი და რუსულ არმიას შემოუძღვა საქართველოში. როგორ მოიქცა ის ხელისუფლება კრიზისის დროს, როგორ ჩააბარა კოდორი, როგორ ჩააბარა ახალგორი, როგორ დატოვა რეზერვისტები და მოსახლეობა. ცხედრებიც კი არ გადმოასვენეს. წითელ ხიდზე დამდგარი რიგებიც ხომ ჩვენი მოგონილი არ არის. აი ეს იყო მათი კრიზისული მენეჯმენტი. იმ კრიზისული მენეჯმენტის, რომლის გამოწვევაშიც მათ წილი ჰქონდათ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.