logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: სამედიცინო თვალსაზრისით კორონავირუსი პანდემიაა, მაგრამ პოლიტიკურად შესაძლოა ვაქცინა აღმოჩნდეს
- +

14 აპრილი. 2020. 23:51

 

 

“სამედიცინო თვალსაზრისით კორონავირუსი პანდემიაა, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით შესაძლოა ვაქცინა აღმოჩნდეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტმა, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

 

 

„სამედიცინო თვალსაზრისით კორონავირუსი პანდემიაა, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით შესაძლოა ვაქცინა აღმოჩნდეს. ნახეთ მათი ძალისხმევა, როგორ იქცევიან. ახლა ან მათ დაკარგეს გონი, ან ჩვენ აგვეხილა თვალი. ისინი სულ ასეთები იყვნენ. ისინი ძალადობდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. ძალადობრივი ინსტრუმენტების წართმევის შემდეგ ისინი ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადავიდნენ. ყალბი არაფერი იყიდება, ნამდვილი უნდა იყოს ექიმიც, საფრთხეც, დაცვაც, სიტყვაც და პასუხიც. ის სიტყვები მახსენდება - დუდუკში ვიყურები და არაფერი ჩანსო, ჭოგრიტში ვუბერავ და ხმას არ გამოსცემსო. აი, ამ დღეში არიან, მაგრამ ერთი წუთითაც არ უნდა მოვდუნდეთ. ერთი სული აქვთ, რომ ხელისუფლებამ დრამატული შეცდომა დაუშვას, თუნდაც ეკლესიასთან მიმართებაში“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner