logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ამ დანაშაულებრივ, მავნებლურ პოლიტიკურ ძალას სურს ხელისუფლებაში დაბრუნება
- +

14 აპრილი. 2020. 23:56

 

 

“ერთადერთი მათი შანსი არის, რომ დაინგრეს ეს ქვეყანა, იქნებ ახალში მაინც აირჩიონ,- ასე შეაფასა ლაშა ნაცვლიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა. როგორც „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა, დღევანდელ რეალობაში ეს შეუძლებელია.

 

 

„ამ დანაშაულებრივ, მავნებლურ პოლიტიკურ ძალას სურს ხელისუფლებაში დაბრუნება. დღევანდელი საზოგადოებრივი, ცივილიზაციული კონსენსუსით, რომელიც შეიქმნა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც, მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის. ანუ, უნდა მოხდეს რაიმე ისეთი ტიპის ტექტონიკა, რომელიც ახალ წესრიგს დაამთავრებს, იმიტომ რომ ძველ წესრიგშიც კი, როდესაც რაღაცები დაზიანებული იყო, მაშინაც ვერ ახერხებდნენ კონსტიტუციური გზით და ამიტომ სულ გადატრიალებაზე ლაპარაკობდნენ და გეგმავდნენ“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ეს მათი ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვის ფაქტის შეფასებისას გამოჩნდა.

 

 

„როდესაც COVID-თან ბრძოლის ფონდში ივანიშვილმა ჩარიცხა 100 მილიონი ლარი, მართლა ვფიქრობდი, რას დაუპირისპირებენ ამას და ყველაზე დიდი სისულელე დაუპირისპირეს, რაც კი შეიძლება მოგეფიქრებინა - ფული საიდან აქვსო. როგორი კითხვა არის, იცი? კალაძესთან ჩხრეკა რო ჩაატარო და ბუცები იპოვო და შენ საიდან გაქვს ბუცებიო. ხომ გესმით, კაცი არის 20 წელი ოფიციალური მილიარდერი, 20 წელი! მარტო 3 მილიარდი აქვს დახარჯული საქართველოში ქველმოქმედებისთვის, ფონდი „ქართუს“ გავლით, რომელსაც ყოველწლიურად ამოწმებს მისივე თხოვნით Big Four-ის აუდიტორიული კომპანია, რომელიც ამ დასკვნებს დევს. ეს დასკვნები საჯაროა ყველასთვის, ყველა თეთრი დაცულია. ყველამ იცის, რომ ერთადერთი დონატორი და ერთადერთი დამფუძნებელი ამისა არის ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და ყველა თანხა, მისი ოჯახის პირადი თანხაა, რომელმაც გაიარა ყველა განსაწმენდელი, საბიუჯეტო იქნებოდა თუ ფისკალური. ეს ფული მოდის, იმიტომ რომ ეს არის მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური კაპიტალი“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner