ქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში წუხელ მოსულ ნალექს არსებითი შეფერხება არ გამოუწვევია.
მისი თქმით, უხვი ნალექის შედეგად მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე მოხდა წყლის დაგუბება, თუმცა სერიოზული პრობლემები არ გამოუწვევია.
დავით ნარმანიას ინფორმაციით, მცირე მეწყერი ჩამოვიდა ახალდაბის გზაზე, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა დილიდან დაიწყეს გზის გაწმენდითი სამუშაოები.