logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში 483 რეანიმატოლოგი და 256 ინფექციონისტია
- +

15 აპრილი. 2020. 00:33

 

 

ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოში ექიმების ადამიანურ რესურსზე ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში 483 რეანიმატოლოგია, რომლებიც დღეში 1200 პაციენტის მოვლას შეძლებენ. მცირეა ინფექციონისტების რაოდენობაც - 256 ექიმი დღეში 853 პაციენტზე მოახერხებენ ზრუნვას. ტიკარაძის თქმით, სწორედ ამან განაპირობაა მთავრობის მიერ სწრაფი ზომების ადრეულ ეტაპზე მიღება.

 

 

„როდესაც ამ რიცხვებს აანალიზებ, მაშინ ხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის გადადგა ძალიან მკაცრი ნაბიჯები, მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იმსახურებს კრიტიკას და იყო ძალიან ფრთხილი. სწორედ ესაა ის მამოტივებელი და ბიძგი იმისა თუ რატომ დავიწყეთ ჩვენ ასე ადრე ყველა ამ თამამი ნაბიჯის გადადგმა“, - განმარტა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner