logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: დღეს ისეთი გადაადგილება იყო ქალაქში, რომ ეს აღარ ჰგავდა კომენდანტის საათს
- +

15 აპრილი. 2020. 00:55

 

“თავიდან როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, რატომღაც ჩვენი აღქმა იყო გაცილებით უფრო მძაფრი. მაგრამ როგორც ჩანს, გარკვეულწილად შევეჩვიეთ “- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.

 

 

მინისტრის განმარტებით, თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაზროს სოციალური პასუხისმგებლობა და საკუთარი როლი ეპიდემიასთან ბრძოლაში.

 

 

„იმ საიტებით, სადაც ქვეყნდება ახალი მონაცემები, ჩვენი მოქალაქეებიც ძალიან ინტერესდებოდნენ. ბევრს ჰქონდა ჩამოტვირთული სპეციალური აპლიკაცია სადაც აკვირდებოდა, რა ვითარება იყო საზღვარგარეთ. მაგრამ ამ ორ თვეში ეს გახდა ჩვენი ყოველდღიურობა და გარკვეულწილად ეტყობა ინტერესიც დაკარგა. დღეს, როდესაც მივდიოდი სამსახურში, ჩავთვალე, რომ ეს იყო ჩვეულებრივი შაბათი ან კვირა დღე. ისეთი გადაადგილება იყო ქალაქში, რომ ეს აღარ ჰგავდა კომენდანტის საათს. აქედან გამომდინარე ჩვენ გავხდით იძულებულები, რომ გადაგვედგა შემდეგი ნაბიჯები. ყველანი ვართ ზრდასრული მოქალაქეები და რა თქმა უნდა, უნდა ვიცნობდეთ ჩვენს უფლებებს და მე მგონია, რომ ყველა ქართველმა იცის რისი უფლება აქვს. უფლებებს რომ აქვს ასევე პასუხისმგებლობები და ჩვენ არ გვაქვს უფლება დამოკიდებული ვიყოთ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებზე. არ უნდა ველოდოთ, რომ სხვა გააკეთებს რაიმეს ჩვენს ნაცვლად. ჩვენ, როგორც მოქალაქეებს, გვაქვს პასუხისმგებლობები ჩვენს უფლებებთან ერთად და ასევე გარკვეულწილად ვალდებულებები, როგორც ქვეყნის ასევე ჩვენი ოჯახის წევრების მიმართ. ის რაც იყო გაჟღერებული პირველივე დღიდან - სოციალური დისტანცირება და დარჩი სახლში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner