„უკრაინის და საქართველოს ერთმანეთზე მიჯაჭვა არასწორია", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს და უკრაინას ერთმანეთისგან ბევრი რამ განასხვავებს და ამას ისიც ემატება, რომ „უკრაინის ხელისუფლება არასწორ რჩევებს იღებს მის მიერ მიწვეული „უცხოელებისგან".
„უკრაინის და საქართველოს ერთმანეთზე ასე მიჯაჭვა არასწორია დღევანდელ დღეს და საერთოდ, არც მასშტაბით, არც განვითარებით, არც რეალური დასავლეთურობით არ ჰგვანან ერთმანეთს... ამას ის ემატება, რომ უკრაინის ხელისუფლება არასწორ რჩევებს იღებს მის მიერ მიწვეული „უცხოელებისგან", ვინც ურჩევს, „ისე" მიმართოს ევროპელებს და „ასე" დააყენოს საქმე... და როგორც ხშირად ხდება, თვითონ თავის საქმეს თავად აზიანებს!
ჩვენ კი სწორი გზით მივდივართ და ყველასთვის მისაღები იქნება, თუ საქართველოსთვის გადაგმული ნაბიჯი უკრაინის დამარცხებად და მისი შეურაცხყოფად არ იქნება აღქმული (ან გაპიარებული „ზოგისაგან"), არამედ სწორედ გაგებული, როგორც კიევისთვის ახლო მომავალში ასეთივე წარმატების გარანტია!" - წერს ზურაბიშვილი.