logo_geo
eng_logo
რიო-დე-ჟანეიროს გუბერნატორს კორონავირუსი დაუდგინდა
- +

15 აპრილი. 2020. 11:03

 

ბრაზილიის შტატ რიო-დე-ჟანეიროს გუბერნატორი უილსონ უიტცერი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა „ტვიტერზე“ დაწერა.

 

უიტცერი წერს, რომ წინა დღეებში თავი ცუდად იგრძნო და ტესტის გაკეთება გადაწყვიტა. სამშაბათს კი COVID-ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო.

 

გუბერნატორი რეზიდენციიდან აგრძელებს მუშაობას რეკომენდაციების დაცვით და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

 

ბრაზილიაში კორონავირუსის 25 000-ზე მეტი შემთხვევაა დადგენილი. ვირუსს ქვეყანაში 1552 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner