ბრაზილიის შტატ რიო-დე-ჟანეიროს გუბერნატორი უილსონ უიტცერი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა „ტვიტერზე“ დაწერა.
უიტცერი წერს, რომ წინა დღეებში თავი ცუდად იგრძნო და ტესტის გაკეთება გადაწყვიტა. სამშაბათს კი COVID-ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო.
გუბერნატორი რეზიდენციიდან აგრძელებს მუშაობას რეკომენდაციების დაცვით და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ბრაზილიაში კორონავირუსის 25 000-ზე მეტი შემთხვევაა დადგენილი. ვირუსს ქვეყანაში 1552 ადამიანი ემსხვერპლა.