„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა „პრიორიტეტში" „ნაციონალური მოძრაობაზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ საზოგადოება არ დაუშვებს კრიმინალური რეჟიმის დაბრუნებას ხელისუფლებაში.
„ნაციონალურ მოძრაობას" ამ ხელისუფლებამ მისცა შანსი, რომ გაცოცხლებულიყო, მაგრამ ქართველი ხალხი არ დაუშვებს კრიმინალური რეჟიმის დაბრუნებას ისევ ხელისუფლებაში.
„ნაციონალური მოძრაობა" პარტიაში ძველი სახეების ახლებით ჩანაცვლებით საზოგადოების ნდობას ვერ მოიპოვებს.
იმის შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობაზე" გამოაშკარავდა, ცოცხების კადრების შემდეგ, როცა ვანო მერაბიშვილს გენერალურ მდივნად აირჩევ და მიხეილ სააკაშვილს - პარტიის თავმჯდომარედ და გააგრძელებ ამ პარტიის ადვოკატობას, თანამონაწილე ხარ იმ დანაშაულების, რაც მათ ჩაიდინეს", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.