სომხეთი საქართველოს საზღვრამდე მიმავალი ავტომაგისტრალის აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს. როგორც სომხური მედია იტყობინება, პარლამენტმა დაამტკიცა ევროპის საინვესტიციო ბანკთან ხელმოწერილი შეთანხმება საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით კრედიტის გამოყოფის შესახებ.
სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, 51 მილიონი ევრო დაიხარჯება ვანაძორი-ალავერდის ავტომაგისტრალის აღდგენაზე.
სამუშაოების დაწყება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.
გზის 92-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენის ფარგლებში, ჩატარდება 3 გვირაბისა და 12 ხიდის სარემონტო სამუშაოები.