logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: განვიხილეთ, როგორ მივხედოთ ადეკვატურად თითოეულ სოციალურ ფენას
- +

15 აპრილი. 2020. 20:01

 

 

„ამ მოცემულობაში ჩვენი სტრატეგია  არის ის, რომ ამ წუთას არ ვაკონკრეტებთ იმ მიმართულებებს, სადაც  საჭიროა ყველაზე მეტი ინექცია.  უნდა გამოჩნდეს ტენდეციები და  სწორედ იქ უნდა ჩაიდოს რესურსები, სადაც ყველაზე ეფექტური იქნება“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ PosTv- ის ეთერში ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის საქმიანობაზე საუბრისას.

 

 

მისივე თქმით, ახალი ფორმატის - უწყებათაშორის საბჭოსთან ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის შექმნის ერთი სიახლე ის არის, რომ  მასში აქტიურად მონაწილეობენ პარლამენტის ყველა იმ კომიტეტის თავმჯდომარე და ყველა ის მინისტრი, ვინც ეკონომიკასთან კავშირში არიან, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერის ჩართულობით.

 

 

 

„დღევანდელი შეხვედრის პირველი შედეგი ის  არის, რომ განვიხილეთ როგორ მივხედოთ, ადეკვატურად, თითოეულ სოციალურ ფენას, გამომდინარე იქედან, თუ რის საშულებას გვაძლევს ბიუჯეტი და ის თანხა, რაც უკვე მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა.  ეს ფორმატი შეიქმნა იმიტომ, რომ  დგება დრო უფრო მეტი ვიფიქროთ ეკონომიკაზე სამომავლოდ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner