logo_geo
eng_logo
თეონა რამაზაშვილი: ყოველ 500-600 მეტრში მხვდება პატრული, ამოწმებენ საშვს და წესით ხომ უნდა გამიშვან?
- +

15 აპრილი. 2020. 20:33

 

 

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ ჟურნალისტი და რედაქტორი თეონა რამაზაშვილი სოციალურ ქსელში კომენდანტის საათის დროს, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე წერს, სადაც აღნიშნავს, რომ წესრიგის დაცვის მიზნით, ძალოვანი უწყებების გამკაცრებულ მუშაობასთან ერთად, საპატრულო პოლიცია გარეთ გამოსულ მოქალაქეებს მზრუნველობას არ აკლებს.

 

„ბოლო რამდენიმე დღეა სახლში ძალიან გვიან მიწევს მისვლა. ყოველ 500-600 მეტრში მხვდება პატრული, (ქალაქში გამოსულია ბევრი ეკიპაჟი) რომელიც ძალიან ზრდილობიანად მეკითხება გარეთ ყოფნის მიზეზს... ყველა ამოწმებს საშვს და წესით ხომ აქ უნდა დამთავრდეს, გამიშვან ჩემ გზაზე? მაგრამ არა... თითოეული ეკიპაჟი მთავაზობს დახმარებას, თუ შორს მივდივარ მანქანით გაცილებას...

იცით როგორ მიხარია? შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასეთ მომენტებში ვგრძნობ ხოლმე, რომ გამართული, ძლიერი, პერსპექტიული და მაგარი სახელმწიფოს მოქალაქე ვარ.

საქართველოს საპატრულო პოლიცია - მაგარი ბიჭებიც გვყავს!“- წერს ჟურნალისტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner