„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა „პრიორიტეტში" ვანო მერაბიშვილის ბრალეულობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მერაბიშვილმა პასუხი უნდა აგოს ყველა იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინა.
„იმედი მაქვს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ეყოფა გონიერება და ვანო მერაბიშვილს არ შეიწყალებს. რადგან ეს იქნება დაცინვა ყველა იმ ადამიანის, რომელიც მსხვერპლი იყო ვანო მერაბიშვილის რეჟიმის.
მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ვინმეს ციხეში ჯდომა გაუხარდება, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღდგეს.
ვანო მერაბიშვილს ძალიან ბევრ რამეზე აქვს სასჯელი მოსახდელი, იმავე 26 მაისთან დაკავშირებით, როდესაც ადამიანები სასიკვდილოდ გაიმეტეს, დასაჯეს. ეს იყო გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მიერ აღიარებული, როგორც სადამსჯელო ოპერაცია. როცა ადამიანებს ალყა შემოარტყეს.
საბჭოთა კავშირის ჯარს 89 წელს არ გაუკეთებია ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" 26 მაისს ქართველ ხალხს გაუკეთა", - ამბობს ნინო ბურჯანაძე.