logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ქართველებს მასმედია უყვართ და პოლიტიკოსები ეზიზღებათ
- +

16 ივნისი. 2016. 12:35



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, სადაც ისაუბრა მედიის როლზე დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში.



ახლა ქვეყანა ძალზე მნიშვნელოვან, დემოკრატიული განვითარების პროცესში იმყოფება, სადაც ძალიან ბევრია დამოკიდებული მასმედიაზე. ქართველებს ძალიან აინტერესებს მასმედია და პოლიტიკა, მასმედია უყვართ და პოლიტიკოსები ეზიზღებათ. უყვართ რეპორტიორები და კითხვები, რომლებსაც ისინი სვამენ. მათ ვეზიზღებით ჩვენ, პოლიტიკოსები, მაგრამ საზოგადოება პოლიტიზირებულია. მე ყოველთვის შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი იმ დონით, რომელიც საქართველოს მასმედიაში არის. როგორ მუშაობს, როგორ ფუნქციონირებს, რამდენად კარგად არიან განათლებული ჟურნალისტები. რამდენად კარგად ემზადებიან ინტერვიუსთვის. როცა ინტერვიუს იღებენ ჩემგან, თითქოს სკოლის მოსწავლე ვარ, ქიმიის გაკვეთილზე ვაბარებ გაკვეთილს, მასწავლებელმა ყველაფერი იცის, და მერე შენ, როგორც მოსწავლეს, გთხოვს ფურმულის დასახელებას. შენ იძაბები, თუ რთული კითხვები ისმის. მე ყოველთვის განცვიფრებული ვარ, რამდენად კარგად იცნობენ ჟურნალისტები იმ საკითხებს, რომელზეც საუბარია. გაცილებით მომზადებული არიან, ვიდრე მე. როცა ინტერვიუ სრულდება და მივდივარ, შთაბეჭდილება მიმყვება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner