კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ქუჩების დეზინფექცია განხორციელდა.
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ბათუმის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება.
სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში. სპეციალური ხსნარებით მუშავდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარები, ველობილიკები, ჰიპერმარკეტებისა და კლინიკების მიმდებარე ტერიტორიები.