აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფო" დასავლეთის ქვეყნებში ახალ თავდასხმებს გეგმავს.
„ისლამურ სახელმწიფოს" აქვს საკმარისი ძალები და ადამიანური რესურსები, რომ დასავლეთის ქვეყნებში თავდასხმები მოაწყონ. ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, დაჯგუფებას ჯერ კიდევ საკმაო ძალები გააჩნია ამისთვის", - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ჯონ ბრენანის მოხსენებაში, რომელიც მან სენატის დაზვერვის კომიტეტში წარადგინა.
მისივე თქმით, ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს" „ბოევიკები" ლტოლვილებს ან ტურისტებს ამოფარებულები ევროპის ქვეყნებში შეღწევას ცდილობენ. ამასთანავე ბრენანს მიაჩნია, რომ ხალიფატის შექმნას ექსტრემისტები ვერ მოახერხებენ.