მრავალსართულიან კორპუსში კორონავირუსი დედა-შვილს დაუდგინდა. მოსახლეობა სწრაფი ტესტების ჩატარებას ითხოვს, რადგან მამაკაცი ტაქსის მძღოლია, ოჯახი კი საერთო ლფტით სარგებლობდა.
მას შემდეგ რაც ლილოს დასახლებაში, მრავალსართულიან კორპუსში მცხოვრებ დედა-შვილს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, მოსახლეობა პანიკამ მოიცვა.
როგორც ირკვევა, დედა-შვილი სპეციალური ეკიპირებით სასწრაფომ გუშინ წაიყვანა.
ადგილობრივების თქმით, ინფიცირებულების კონტაქტი არავის შეუსწავლია, თუმცა კორპუსს დეზინფქცია ჩაუტარდა.
ადგილობრივების თქმით, საჭიროა სწრაფი ტესტების ჩატარება, რადგან ინფიცირებულები საერთო ლიფტით სარგებლობდნენ. ამასთან მამაკაცი ტაქსის მძღოლია.