logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ჯარი ყოველთვის არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს სახელმწიფოსა და ხალხს სჭირდება
- +

16 აპრილი. 2020. 02:38

 

“დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები უჩვეულო მდგომარეობა იმყოფებიან, რადგან მანამდე ჩვენს სამხედროებს ასეთი გამოცდილება არ ჰქონიათ, ასეთ ეპიდემიასთან და უხილავ მტერთან ბრძოლის გამოცდილება არ არსებობდა როგორც ჩვენთან, ასევე სხვა ქვეყნებში - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილს თქმით, ეს მათ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს, რადგან სამხედრეობი ზრუნავენ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

 

 

„დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს მოწყობილი 70 საკონტროლო-გამშვები პუნქტი, დააახლოებით 950 000 ადამიანს ჩაუტარდა თერმოსქრინინგი და თითქმის 470 000 ავტომობილს ჩაუტარდა დეზინფექცია. ჩვენი ჯარი ყოველთვის არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს სახელმწიფოსა და ხალხს სჭირდება და ჩვენ მხარს ვუჭერთ და აღვასრულებთ მთავრობის გადაწყვეტილებას“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner