logo_geo
eng_logo
ირაკლი ღაარიბაშვილი: ჩემთვის, როგორც რიგითი ქრისტიანისთვის, წარმოუდგენელი იყო აღდგომის არაღნიშვნა
- +

16 აპრილი. 2020. 02:52

 

 

 

“საქართველოს საპატრიარქომ ვფიქრობ გამოძებნა ოქროს შუალედი. ჩემთვის, როგორც რიგითი ქრისტიანისთვის წარმოუდგენელი იყო აღდგომის არაღნიშვნა - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“ ისაუბრა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საპატრიარქომ თავად მოუწოდა მოსახლეობას ნაკლებად ხალხმრავალი შეკრებისაკენ.

 

 

„ფორმაზე და მასშტაბებზე, რა თქმა უნდა შეიძლება ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ. ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღო საპატრიარქომ, არის მართლაც ოქროს შუალედი. კონსულტაციებში სახელმწიფოც იყო ჩართული. ჩვენ გვესმის, რომ რისკები ხალხმრავალ შეკრებებს ახლავს. მე პირადად რაც მოვისმინე, განცხადებაში იკითხება, რომ პრაქტიკულად ეკლესია და საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, რომ იქ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. დისციპლინაც იქნება დაცული, მთავრობაც დაეხმარება მაქსიმალურად. რაც შეიძლება ნაკლები მრევლი მივა ეკლესიებში. ასე გავიგე მე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner