logo_geo
eng_logo
აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსით 5 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა
- +

16 აპრილი. 2020. 10:23

 

 

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 811 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, CNN იუწყება. გარდაცვლილთა ასეთი რაოდენობა აბსოლუტური ანტირეკორდია.

 

ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები შესაძლოა, „გაბერილი“ იყოს, რადგან ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებში გათვალისწინებულია ასევე „გარდაცვალების შესაძლო შემთხვევები“.

 

სულ, 15 აპრილს, აშშ-ში რეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 28 871 შემთხვევა.

 

საერთო ჯამში, აშშ-ში ინფიცირების 638 111 შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 30 844-ს მიაღწია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner