ომის ვეტერანმა ვეფხია ღვალაძემ 14 ივნისს შიმშილობა გამოაცხადა. ვეფხია ღვალაძე მეუღლესთან და 10 შვილთან ერთად ზემო ფონიჭალაში ერთოთახიან ბინაში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. ვეფხია ღვალაძეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, თადარიგის გენერალ-მაიორი კობა კობალაძე შეხვდა და სამსახურით უზრუნველყოფას დაჰპირდა. ასევე ისაუბრეს პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზებზე. ვეფხია ღვალაძემ შიმშილობა შეწყვიტა და ოჯახს დაუბრუნდა.