logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გამოცდილება რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს, ქვეყანას უნდა მოხმარდეს
- +

16 ივნისი. 2016. 13:34



„ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ვოლსკიმ „TV პირველის" ეთერში ბიძინა ივანიშვილის და სახელისუფლებო გუნდის ერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოცდილება ქვეყანას უნდა მოხმარდეს, თუმცა ივანიშვილი ხელისუფლებაში ოფიციალურად დაბრუნებას არ აპირებს. 



„ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებული ფიგურაა, რომელმაც „ქართული ოცნება" დააარსა და ყველა ერთად შეგვკრიბა.

 

ხედვა, გამოცდილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს, ქვეყანას უნდა მოხმარდეს.

 

ვფიქრობ, ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში არ დაბრუნდება, რადგან  გუნდი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დღეს ხელმძღვანელობს, კარგად მუშაობს", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner