logo_geo
eng_logo
ალექსანდრე მოწერელია: ზუგდიდს და ფოთის ბაზრები დაიხურება
- +

16 აპრილი. 2020. 15:12

 

 

ზუგდიდის და ფოთის ბაზრები დაიხურება, ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა. ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით მიუხედავად პოლიციის, ზედამხედველობის სამსახურისა და მოხალისეთა მობილიზებისა, უმართავი ვითარებაა, მოქალაქეები დისტანციას არ იცავენ, რის გამოც მიღებულ იქნა ბაზრების დახურვის გადაწყვეტილება.

 

„დღეს ვიმყოფებოდი ფოთში, სენაკში და ახლა ვარ ზუგდიდში. სამწუხარო რეალობა გვაქვს. მიუხედავად პაატა იმნაძის განცხადებისა, რომელიც ყველამ მოვისმინეთ,  ნაკადი არათუ შეწყდა და შემცირდა არამედ მოიმატა. ვხედავთ, რომ  როგორც მოსახლეობის, ასევე ავტომანქანების რაოდენობა არის მომატებული. ყოვლად მიუღებელი და წარმოუდგენელია ის, რაც ზუგდიდის ბაზარში დღეს მოხდა, მიუხედავად პოლიციის და მუნიციპალიტეტის  მობილიზებისა, შეიქმნა უმართავი პროცესი. მე ბოდიშს ვუხდი მეწარმეებს, ვინც დღეს ფაქტიურად დარჩა დაზარალებული, იმის გამო, რომ მოქალაქეებმა დისტანციის დაცვაზე განაცხადეს უარი. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა საკუთრი თავის, ოჯახის წევრების, ნათესავების, პოლიციის, ადმინისტრაციის მიმართ.  დაიხურება ზუგდიდის ბაზართან ერთად ფოთის ბაზარიც, მიუხედავად იმისა, რომ ფოთში უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. აკრძალულია გარევაჭრობაც და ყველა დაჯარიმდება, ვინც დაარღვევს წესებს. არავის უხარია 3000-ლარიანი ჯარიმების გამოწერა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, პოლიცია იმოქმედებს კომპრომისის გარეშე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner