სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონის დიდ ქალაქებში - ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სადღესასწაულოდ სასაფლაოები დაიხურება.
„ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში სასაფლაოები დაიხურება. ეს ხდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, დაემორჩილონ მოთხოვნებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გასცემენ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.
ალექსანდრე მოწერელიას განცხადებითვე, მოხდება აგრარული ბაზრების დახურვა. დღემდე ფოთის და ზუგდიდის ბაზრები ნაწილობრივ ფუნქციონირებდა, დისტანციის დაუცველობის გამო, დღიდან ზუგდიდის, ხვალიდან კი ფოთის ბაზრები იხურება.