აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
კასპის მუნიციპალიტეტში 366 დევნილი ოჯახი ცხოვრობს მათ შორის კასპის, სოფელ თელიანისა და მეტეხის კომპაქტურ დასახლებებში 315, ხოლო, კერძო სექტორში 51 ოჯახი. სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულება 70 ლარს შეადგენს.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ ჯანმრთელობას და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას.