logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: ეს ჩემთვის ვიზა-ლიბერალიზაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია
- +

16 ივნისი. 2016. 13:58



„ის დრო აუცილებლად დადგება, როცა საზოგადოებას იმ ხალხის ნამოქმედარს დავუმტკიცებთ, რომლებიც ვიზა-ლიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ახლა თავი აპოლოგოტებად მოაქვთ", -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად  კვაჭანტირაძე for.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს.


„როცა ხვდებიან, რომ სხვა გზა აღარ აქვთ, ახლა გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ უვიზო მიმოსვლას მხარს უჭერენ. სარიუშ ვოლსკიც კი გამოვიდა და თქვა, რომ საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაცია უნდა მიიღოს. ამის უკან რა იდგა, ამის თვითმხილველები ვიყავით და საკუთარი თვალით ვუყურებდით. ჩვენთან ერთად გერმანიაში ერთ­ერთი ვაჟბატონი იყო წამობრძანებული", - აცხადებს კვაჭანტირაძე და აქვე დასძენს, რომ აღნიშნულ პიროვნებაში გიორგი ბარამიძეს გულისხმობს.


კვაჭანტირაძის თქმით, ბარამიძე საუბარს ვიზა-ლიბერალიზაციის საჭიროებაზე ყურადღების გამახვილებით იწყებდა, თუმცა, შემდეგ ხელისუფლების ლანძღვაზე გადადიოდა.


„ის საუბარს იმით იწყებდა, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია აუცილებელია, მაგრამ შემდეგ,  მთავრობის ლანძღვა­გინებაზე გადადიოდა, რომელიც აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო. მის შეფასებას ყველა ღიმილით ხვდებოდა და კომენტარის გარეშე ტოვებდა. ეს ჩემთვის ვიზა-ლიბერალიზაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის მიღება იმ ადამიანებს სურთ, რომლებიც ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობენ. უბრალოდ, ამის არ მჯერა", - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner