logo_geo
eng_logo
ნიკოლა სარკოზიმ რუსეთსა და ევროპას სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდა
- +

16 ივნისი. 2016. 14:00



საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთსა და ევროპას სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდა.




ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ნიკოლას სარკოზიმ რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, გადადგას პირველი ნაბიჯი და გააუქმოს სასურსათო ემბარგო, რომელიც მოსკოვმა ევროპას დაუწესა.



საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პირველმა ხელი ყველაზე ძლიერმა უნდა გაუწოდეს, ასეთი კი რუსეთია.


 

სანქციების გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ მინსკის შეთანხმებების განხორციელება და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირება შესაძლებელი იქნება. სანქციები რუსეთსა და ევროპას შორის უნდობლობის ატმოსფეროს ქმნის, რის გამოც შეთანხმების მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება", - აცხადებს სარკოზი.



მისივე თქმით, რუსეთი ევროპას სირიის პრობლემის მოსაგვარებლადაც სჭირდება. ნიკოლა სარკოზის თქმით, უნდა შეიქმნას ერთი საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიცია.



ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ვინმეს მიერ არ უნდა იყოს ნაკარნახევი", - განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ და დასძინა, რომ აშშ ორი გეოპოლიტიკური სუბიექტის ურთიერთობებში არ უნდა ჩაერიოს.



უკრაინა ევროპისა და რუსეთის დამაკავშირებელი რგოლი უნდა გახდეს, ამიტომ ის უკრაინის ნატო-ში შესვლასა და მის ევროკავშირთან ღრმა ინტეგრაციას ეწინააღმდეგება", - განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ.



ნიკოლა სარკოზის თქმით, ვლადიმირ პუტინის ავტორიტეტი უდავოა. თუმცა მასაც ჰქონია რუსეთის პრეზიდენტთან უთანხმოებები, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო საზღვრების დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner