logo_geo
eng_logo
ხვალიდან 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება
- +

16 აპრილი. 2020. 21:20

 

 

“17 აპრილის დღის 12:00 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

 

 

ჩიქოვანის თქმით, შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე.

 

 

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები თუ ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, აგრძელებს მუშაობას, ასევე მუშაობას აგრძელებს ადგილზე მიწოდების სერვისები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner