„პირადად მე ძალიან არ მომწონს, რომ ჩვენი - პატიოსანი მოქალაქეების - ფული ისევ ვანო მერაბიშვილის ოჯახში უნდა შევიდეს", - ასე ეხმაურება მედიაექსპერტი ია ანთაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმის შესახებ.
„ვისაც ნინო ზურიაშვილის ფილმი „მინისტრის მეგობარი" უნახავს, ეჭვი არ შეეპარება, რომ მერაბიშვილის ოჯახს აქვს ჩვენი დიდი ვალი და არა - პირიქით.
თუმცა, იყოს ეს თანხაც - 4 000 ევრო - ჩვენივე შეცდომების საზღაური და ჩვენი წვლილი ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობაში", - წერს სოციალურ ქსელში ია ანთაძე.