logo_geo
eng_logo
მეუფე საბა: ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა აშენებული ტაძარი
- +

16 აპრილი. 2020. 21:26

 

 

“აღდგომის დღესასწაულის განცდა უნდა იყოს ადამიანების თანადგომის და იმ საფრთხის თავიდან აცილების, რა საფრთხის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას, – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, სასულიერო პირების ყველა სიტყვა და ნაბიჯი ამ საფრთხის აცილებისკენ უნდა იყოს მიმართული.

 

 

„ეკლესიებს არავინ გვიკეტავს. სახლში დარჩენა ყველას ეხება, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

 

 

ეკლესია არ დაუკეტავს არავის. მსახურება ისევ გრძელდება, მაგრამ გათავისება ხდება იმ დიდი საფრთხის, რომლის წინაშეც შეიძლება დადგეს თუ გინდ ერთი ადამიანი.

 

 

ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა აშენებული ტაძარი და ნებისმიერი ამ ქვეყნად მატერიალური, რაც კი არსებობს, რადგანაც ამას გვასწავლის სახარება, რომ მთავარი არის ადამიანი.

 

 

ქრისტე ადამიანისთვის მოვიდა და დღეს ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია“, – განაცხადა მეუფე საბამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner