logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: არ გავიდეთ საფლავებზე, რომ მერე უფრო მეტ საფლავზე არ მოგვიწიოს გასვლა
- +

16 აპრილი. 2020. 21:27

 

 

არ წახვიდეთ სასაფლაოებზე, არ წახვიდეთ ტაძარში. საკუთარი მამის ორმოცი იყო და მხოლოდ ჩემს შვილთან ერთად გავედი საფლავზე, მხოლოდ რამოდენიმე წუთით“,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხტა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში განაცხადა.

 

მისი თქმით, შესაძლებელია, რომ კატასტროფული შედეგი მივიღოთ.

 

მოვითმინოთ ორი კვირა, არ გავიდეთ საფლავებზე, რომ მერე უფრო მეტ საფლავზე არ მოგვიწიოს გასვლა. მიმძიმს ასეთი სიტყვებით საუბარი, მაგრამ მერწმუნეთ, მეტი ინფორმაცია გვაქვს, ვფლობთ შესაძლო სცენარებს, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი განვითარდეს. ამიტომ დარჩით სახლში, უმორჩილესად გთხოვთ, არ ჩააგდოთ თქვენი თავი და ქვეყანა ხიფათში”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 340-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებული ამ დროისთვის სულ 76 მოქალაქეა. გარდაცვლილია სამი. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია 3 პაციენტი.

 

კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 5000 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  494 ​ადამიანი რჩება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner