logo_geo
eng_logo
პირბადის ტარება სავალდებულო გახდა - დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 15000 ლარია
- +

16 აპრილი. 2020. 21:48

 

 

საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, იურიდიულ პირებს 15 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.

 

 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

 

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა,ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში.

 

 

„პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. იურიდიულ პირებზე პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 ათასი ლარით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner