logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სტრასბურგის სასამართლომ ზედაპირზე არსებული მასალა შეაფასა
- +

16 ივნისი. 2016. 14:03



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ „TV პირველის" ეთერში ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო ზედაპირზე არსებული გარემოებებით და სწორედ ამიტომ დაეკისრა ხელისუფლებას 4 000 ევროს გადახდა ვანო მერაბიშვილისთვის.



„ვანო მერაბიშვილის პატიმრობის დროს გარკვეული გადაცდომები იყო. სასამართლოს და სახელისუფლებო რგოლს უფრო კომპეტენტურად უნდა ემოქმედა.

 

სტრასბურგის სასამართლომ ზედაპირზე არსებული მასალა შეაფასა და სწორედ ამიტომ დააკისრა ხელისუფლებას  4 000 ევრო ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ.

 

სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ როდესაც ადამიანი ამტკიცებდა, რომ ეს მის თავს მოხდა, გარემოებები იყო ისეთი, რომელიც მეტ ყურადღებას მოითხოვდა სახელმწიფო სტრუქტურებისაგან.

 

ადამიანის მიმართ, რა დამნაშავეც უნდა იყოს, ეს ცოტა ზერელე დამოკიდებულებად შეაფასა სტრასბურგის სასამართლომ. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის დაკავების კანონიერებას, ამ თემის ხსენება არ ყოფილა", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner