logo_geo
eng_logo
მამა ანდრია: ამის იქით რჩება რომ ეკლესია დავკეტოთ
- +

16 აპრილი. 2020. 22:51

 

 

“ჩვენ ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ 10 დღეში ეს ვირუსი გაქრება, - ამის შესახებ მამა ანდრია ჯაღმაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, უნდათ რომ ეკლესიები დაიკეტოს და სწორედ ამან გამოიწვია საპირისპირო რეაქციები.

 

 

განცხადებებმა, რომ ეკლესია უნდა დაიხუროს, შტურმი ეკლესიაზე, ზიარება ერთჯერადი კოვზებით, ამან საპირისპირო რეაქციები გამოიწვია.

 

 

„მრევლიდან აღდგომის ღამეს ვინც მოვა, 8 საათზე უნდა მოვიდნენ ტაძარში და დილის 7-მდე დარჩეს. 11 საათი უნდა გაჩერდნენ ეს ადამიანები აქ.

 

 

აქ ვერ მოიყვანენ ბავშვებს, უმრავლესობა გარეთ უნდა იდგეს. ძალიან ბევრი რამ არის. შეიძლება ამინდიც ცუდი იყოს და უმეტესობას გარეთ მოუწევს ყოფნა.

 

 

ჩვენ მოვუწოდებთ, რომ დაიცვან დისტანციებიმაქსიმალურად. ამ ყველაფერთან ერთად ვფიქრობ, რომ ეკლესია მაქსიმუმს აკეთებს. ამის იქით რჩება, რომ ეკლესია დავკეტოთ“,- აცხადებს მამა ანდრია ჯაღმაძე.

 

 

მისი თქმით, ექიმის რჩევები უნდა გაითვალისწინონ, თუმცა ეკლესიის კარები ღიაა და არ დაიხურება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner