logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე მრევლს: ნუ გამოცდით ბედისწერას - დარჩით სახლში
- +

16 აპრილი. 2020. 23:38

 

 

“როგორც ექიმმა, შემიძლია მრევლს ერთი რამე ვუთხრა, ეს ინფექცია გამოდგა იმაზე უფრო გადამდები და ადვილად გავრცელებადი, ვიდრე თავიდან გვეგონა. ეს დაავადება გადამდებია, ძალიან გადამდები და თავს ნუ მოვიტყუებთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

 

„ნუ გამოვცდით ბედისწერას და გავაკეთოთ მარტივი რამ (ჩვენი ტრადიციებისთვის უცხო, მაგრამ მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებული), რომ დავრჩეთ სახლში და წლევანდელ რელიგიურ დღესასწაულებს განსხვავებული ფორმატით შევხვდეთ - მათ შორის საფლავზე გასვლის ტრადიციასაც. ყველა ტრადიცია იმისთვის გვაქვს და ვამაყობთ, რომ ქართული თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ, რომ ჯანსაღი, ბედნიერი მოქალაქეები გვყავდეს. თუ ეს ტრადიცია ასეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ჩვენ ამ ტრადიციებზე უარი უნდა ვთქვათ“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner