logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ჩაეთვალა პრემიერს!
- +

16 ივნისი. 2016. 14:05



პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გერმანიაში ვიზიტსა და ანგელა მერკელის განცხადებებს ეხმაურება.



დაადგა თავზე და ათქმევინა მერკელს: მხარს ვუჭერთ უვიზო რეჟიმს საქართველოსთვის!"

25 წელი ვითმინე ვიზები და ორ­სამ თვესაც მოვითმენ.

ჩაეთვალა პრემიერს!

რამოდენა ბიუროკრატია ჰქონია ამ ევროკავშირს, რამდენი სტრუქტურა გაიარა ამ ვიზების საკითხმა?!" - წერს ირაკლი გოგავა „facebook"-გვერდზე.


 

ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი ვიზა-ლიბერალიზაციისთვის. დღეს ლაპარაკია იმაზე, როდის მივიღებთ ჩვენ საბოლოოგადაწყვეტილებას ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ. მე წინა კვირასაც, სატელეფონო საუბარში ვილაპარაკე ამაზე, რომ ჩვენ ვიზა-ლიბერალიზაციას განვიხილავთ შეჩერების მექანიზმის კონტექსტში. ამას არ აქვს მაინცდამაინც საქართველოსთან უშუალო კავშირი, არამედ ზოგადად, თუკი დიდი სირთულეები წარმოიქმნება და მაგალითად, რომელიმე ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ჩამოვა და მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, როგორც შარშან სირიის შემთხვევა იყო - ამის განმეორება რადგან არ გვინდა, ვისწრაფვით შეჩერების მექანიზმისაკენ. ეს საკითხი ახლა ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე იქნება კენჭისყრა ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხებზე. პარლამენტი, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ არის, რომ განხილვის პროცესი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. ჩვენ მივიღეთ მხედველობაში ევროკომისიის დასკვნა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი, რომელიც საჭირო იყო ვიზა-ლიბერალიზაციისთვის და, რა თქმა უნდა, გერმანია არ შეეწინააღმდეგა ამ რეკომენდაციას. ასე რომ, შეჩერების მექანიზმთან კომბინაციაში გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული", - განაცხადა მერკელმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner