logo_geo
eng_logo
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ჩვენს ეკლესიაში სადღესასწაულო ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდება
- +

16 აპრილი. 2020. 23:47

 

 

ჩვენს ეკლესიაში რა თქმა უნდა, ჩატარდება სადღესასწაულო ლიტურგია, მაგრამ ჩატარდება მრევლის გარეშე, - ამის შესახებ დეკანოზმა, მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღოლმა ალექსანდრე გალდავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, მისი ტაძარიც და ეზოც პატარაა და ამიტომ მან მრევლს სთხოვა, რომ მსახურებაზე არ მისულიყვნენ.

 

ბზობა დღეს მრევლს ვთხოვე, რომ ცოტანი მოსულიყვნენ, მაგრამ მაინც ბევრი მეტი მოვიდა. ამან ძალიან დამაფიქრა, შემაშფოთა და დავინახე, რომ ვერ ვმართავ სიტუაციას. ამიტომაც მოვუფრთხილდი ჩემ მრევლს და ვთხოვე მათ, რომ ერთი აღდგომა ჩავატაროთ ერთმანეთის გარეშე-თქო. ყველას ძალიან გვიხარია აღდგომა. ეს უბედნიერესი დღეა. გამარჯვებაა სიცოცხლისა სიკვდილზე და მსახურება ძალიან ამაღელვებელია, მაგრამ რა ვქნათ, ახლა რეალობა ასეთია. ჩემი მრევლიც გაგებით მოეკიდა ამას. ჩვენ დავშორდით დღეს ერთმანეთს და შაბათს ღამე ერთმანეთს არ შევხვდებით“ - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner