შეგახსენებთ, რომ ხვალიდან სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება- მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ცნობილია, სასაფლაოებზე შეზღუდვები 10 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება.