logo_geo
eng_logo
დეკანოზი ალექსანდრე: მარტო ლოცვა და ნაკურთხი წყალი სნეულებისგან ვერ განმკურნავს
- +

17 აპრილი. 2020. 01:16

 

 

“ჩვენ, ეკლესიის სამღვდელო პირებმა პასუხისმგებლობა ჩვენს მრევლზე უნდა ავიღოთ. ადამიანი ვალდებულია მოუსმინოს პროფესიონალს. თუ დღეს ამ ინფექციონისტებს არ მოვუსმენთ, ხვალ ვიტყვი, რომ ექიმთან აღარ წავალ და ასე ვიცხოვრებ, მარტო ჩემი ლოცვით და ნაკურთხი წყლით განვიკურნები ნებისმიერი სნეულებისგან, მაგრამ ეს ასე არ არის, - ამის შესახებ მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღოლმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

 

„თუ ერთ შემთხვევაში გვინდა ექიმის დახმარება, მორე შემთხვევაში მას რატომ არ უნდა მოვუსმინოთ. თუ ამხელა გაფრთხილების უგულებელყოფის ხარჯზე ხდება შენი დღესასწაული, თუ მთელი საქართველო გაბრაზებით გიყურებს, მაშინ შენს დღესასწაულს რა აზრი აქვს, რომელი სიცოცხლის გამარჯვება იქნება სიკვდილზე?“, - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner