“როდესაც ადამიანები იხოცებიან, რომელი ეკლესიის ავტორიტეტზე შეიძლება ვილაპარაკოთ, თუ ადამიანები ხელიდან უნდა გამოგვეცალონ, რად გვინდა ან ავტორიტეტი,” - ამის შესახებ მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღოლმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„არ ვფიქრობ ავტორიტეტზე, ვფიქრობ, როგორ ვუშველოთ ხალხს. ექნება ეკლესიას ავტორიტეტი, გააგძელებს ცხოვრებას, არ ექნება, მაინც გააგრძელებს. ავტორიტეტზე გამოკიდება არ არის სწორი. ქრისტეს ავტორიტეტზე გამოკიდების სურვილი რომ ჰქონოდა, ჯვარზე კი არ გაეკვრებოდა“, - აღნიშნა მამა ალექსანდრე გალდავამ.